Home
ქართული | English
მაისი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

2014 წლის მოსავალი: ყინვა ონტარიოში

კანადაში, ონტარიოს მახლობლად გაშენებული ვენახები ორკვირიანმა ყინვამ საგრძნობლად დააზიანა. ზოგი მეღვინე იუწყება, რომ ვაზის 90%-ს კვირტი უკვე დაუზიანდა. ონტარიოს ორ აპელასიონში რომ ძალიან მცირე მოსავალს აიღებენ, ამაში ეჭვი აღარავის ეპარება. ნიაგარას აპელასიონში პინო ნუარის კვირტის 34% და სირას კვირტის 66% უკვე დაზიანებულია. შარდონე, რისლინგი და კაბერნე ფრანი უფრო გამძლე აღმოჩნდა, ვიდრე სოვინიონ ბლანი და მერლო. თუმცა, რამდენად დააზიანა ყინვამ ვენახები, ამას მხოლოდ კვირტის გაშლისას შევიტყობთ. ონტარიოს რამდენიმე აპელასიონში, მაგალითად, Prince Edward County-ში ვენახს ზამთრისათვის ფუთავენ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ იმ ვენახებს, სადაც ვაზი ყინვისგან დაუცველია, დიდი ზიანი მიადგებათ არა მხოლოდ 2014 წელს, არამედ მომდევნო წლებშიც. კანადელები თავს იმითღა ინუგეშებენ, რომ გასული წლის უხვი მოსავალი წლევანდელ დანაკლისს გადაწონის და ქვეყანაში ღვინის დეფიციტი არ შეიქმნება.     

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული