Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გურჯაანის ღვინის საფესტივალო პროგრამა

15 ოქტომბერს, გურჯაანში, ახტალის პარკში 14:00-22:00 საათზე ღვინის ფესტივალი იმართება. ფესტივალზე სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი, სტუმრებს სხვადასხვა სტილისა და კატეგორიის ღვინის დაჭაშნიკების გარდა სხვადასხვა კერძების გასინჯვაც შეეძლება, იქნება კონცერტიც და ბავშვთა გასართობი პროგრამაც, ასევე კულინარიული შოუ და მასტერკლასები.
საფესტივალო განრიგი 

14:00-18:00

• ფესტივალის გახსნა და თეატრალიზებული მსვლელობა

• სპორტული სივრცე

• საგამოფენო სივრცე

• ბავშვთა გასართობი პროგრამა და ზალიკო სულაკაური

14:00-19:00

• აგრო ბაზარი

• კახური მასტერკლასები

• კულინარიული შოუ

• მეღვინეობის სივრცე - ღვინის დეგუსტაცია

• IWSC wine judging in Georgia-ს დაჯილდოების ცერემონიალი

• საწნახელში ყურძნის დაწურვა

• მეწარმეების სივრცე - ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა

14:00-22:00

• ღვინის ბარი

გასტრონომიული სივრცე

• მუსიკალური პროგრამა: თამადა, ცაგარელი და მეგობრები, გიგი ვანდერი, ნათია ქოროღლიშვილი, ქართული ხმები, ნოდარიკო ხუციშვილი და ბენდი, ლევან ყანდიაშვილი, ტატო გოდერძიშვილი, ანსამბლი „ხარება“, „Groove Possession“, ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „გურჯაანი“, ანსამბლი „გურჯაანი“, ანსამბლი „ბახტრიონი“, ანსამბლი „ბერიკაცები“, ანსამბლი „პატარა კახი“, ანსამბლი „ხორნაბუჯი“, ნეკა სებისკვერაძე, აჩიკო ნიჟარაძე, დათო ნოზაძე, ნათია პერანიძე, აკომპანიატორები: ნინო გულიაშვილი და მარიკა ოსიტაშვილი, წამყვანი: ნიკოლოზ წულუკიძე. 

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2022, ღვინის დღეების ფარგლებში იმართება და მისი ოფიციალური პარტნიორია IWSC, ხოლო მხარდამჭერები არიან: საქართველოს მთავრობა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქპატენტი, USAID, m², თელიანი ველი, საქართველოს ბანკი, კომერსანტი, ჯეპრა, Homeland of wine magazine, ბაკურიანი, გურჯაანის ნაყინი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია.

ფესტივალი, მეოთხე წელია საქართველოს პარლამენტის წევრის - დავით სონღულაშვილის პატრონაჟით ხორციელდება და მისი მიზანი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და მისი პოპულარიზაციაა.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული