Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

უსახელაური, უსახელაურის ვენახები, 2010

75.00 ლარი

უსახელაური ნამდვილად შეიძლება ვაღიაროთ საქართველოს ყველაზე იშვიათ და ძვირფას ღვინოდ. უსახელაურის ვენახები ძალზე მცირე ფართობებზეა გაშენებული, თავად ჯიშიც განსაკუთრებული მცირემოსავლიანობით გამოირჩევა და ყურძნის მოყვანაც საკმაოდ მძიმე შრომასთანაა დაკავშირებული მთელი წლის განმავლობაში. ეს ღვინო უსახელაურის საუკეთესო ტერუარიდანაა, სოფელ ოყურეშიდან. შესანიშნავი გარეგნობა აქვს, სხივიანი ლალისფერია, სურნელებში კი წითელი ბლისა და თეთრის ბლის მურაბის, ასევე ნამცხვრის ტონები ჩნდება. საკმაოდ სხეულიანი და სქელი ღვინოა, ახასიათებს ძალზე ხანგრძლივი დაგემოვნება, რაც, ჩემი აზრით, ღვინის ერთ-ერთ უმთავრეს ღირსებას წარმოადგენს. რის გამოც ღვინის ერთი ყლუპიც კი საკმაოდ დიდხანს დაგაფიქრებთ. ეს უსახელაური სადესერტო ღვინოა და საუკეთესო იქნება მისი ხილთან და ხილიან ნამცხვართან მიყოლება.  

© ღვინის კლუბი/Weekend

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123