
ახალი ღვინის ფესტივალში მონაწილე საოჯახო მარნების ღვინოები, ტრადიციულად, დეგუსტაციის წესით შეირჩევა.
საოჯახო მარნებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 16 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით.
„ღვინის კლუბის“ სპეციალური ჟიური შემოსული ნიმუშებიდან საუკეთესო ღვინოებს შეარჩევს, რომლებიც ფესტივალზე დაიშვება.
წელს ფესტივალისთვის შეირჩევა 50 საოჯახო მარანი. საოჯახო მარანს ფესტივალის ცენტრალურ მოედანზე დაეთმობა 1 მაგიდა, სადაც წარმოდგენილი ექნება მხოლოდ დეგუსტაციის წესით შერჩეული ღვინო.
სადეგუსტაციოდ და ფესტივალზეც წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ 2025 წლის მოსავლის ახალი ღვინოები.
საოჯახო მარნების რეგისტრაციისას ღვინის ნიმუშის ფასი 35 ლარი.
ფესტივალში მონაწილეობის შესახებ პასუხს (როგორც დადებითს, ისე უარყოფითს) საოჯახო მარნები ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ.
სადეგუსტაციო ნიმუშების საფასურის გადახდა ღვინის კლუბის ანგარიშზე მოხდება: ს.ს. „თიბისი ბანკი“, ბანკის კოდი: TBCBGE22, ანგარიშის ნომერი GE66TB1144536080100002, ააიპ ღვინის კლუბი.
მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ სადეგუსტაციო ნიმუში (2 მინის ბოთლი), შევსებული ანკეტა და სადეგუსტაციო ნიმუშის გადახდის ქვითარი.
მონაწილეთა ვინაობა ცნობილი გახდება ფესტივალამდე 10 დღით ადრე.
ფესტივალზე გასული წარსადგენი ღვინის განსაზღვრული რაოდენობა მინიმუმ 20 ლიტრს შეადგენს.
სადეგუსტაციო ნიმუშები, თანდართული ანკეტითა და გადახდის ქვითრით წარმოადგინეთ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას 45, სართული 12, ღვინის კლუბი.
მობ.: +995 598 30 86 88; Email: info@wineclub.ge
ნიმუშები ყოველ სამუშაო დღეს მიიღება, 11:00-დან 18:00-მდე.
ანკეტა გადმოწერეთ აქედან
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი