Home
ქართული | English
აგვისტო 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

იმერული ღვინის მრავალხმიანობა რომში

28 თებერვლიდან 2 მარტამდე რომში, სასტუმრო The Westin Excelsior Rome, მეხუთედ გაიმართა ღვინის გამოფენა Rome Wine Expo. გამოფენაში წელს 80-ზე მეტი მეღვინეობა მონაწილეობდა. ქართული ღვინო გამოფენაზე 10 მარნით იყო წარმოდგენილი: ღვინოვანი, ბლუანა, ენკენი, ფერსვი, ფერისათი, სულაძის მეღვინეობა, მარანი ხაჟალია, მეღვინეობა ამაშუკელი, გუდ ვაინი და მეღვინეობა რერო. ექსპოზე იმერული მცირე მარნების წარდგენა ,,იმერული ღვინის კლუბ ცოლიკოურის'' და კომპანია L' Anfora-ს პარტნიორობით განხორციელდა.

სულ 20 იმერული ღვინო (უმეტესობა ჭურის)  იყო ექსპოზე წარმოდგენილი შემდეგი ასორტიმენტით: „ციცქა“, „ცოლიკოური“, „კრახუნა“, „ციცქა-ცოლიკოური“, „სვირი“, „ვანის ჩხავერი“, „ძელშავი“, „ოცხანური საფერე“.

იმერული მარნების უმრავლესობისთვის  ეს იყო საერთაშორისო ასპარეზზე პირველი წარდგენა. ქართულ სტენდებთან სტუმრების ნაკადი არ წყდებოდა და განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა იმერული მარნების ბუნებრივი ღვინოების განსაკუთრებული გემოები და არომატები, როგორც სტუმრებში, ასევე იტალიელ მეღვინეებში და სომელიეებში. მეღვინეები სტუმრებს საგულდაგულოდ აცნობდნენ იმერული ღვინის დამზადების მეთოდს და იმერული ვაზის ჯიშების თვისებებს.  პირველ დღეს L'Anfora-ს დამფუძნებლის, თამარ ჭიჭიბოშვილის და ღვინის ჟურნალისტის, ბრუნო ფალკონეს მიერ გაიმართა იმერული ღვინის მასტერკლასი სახელწოდებით: ,,ქართული ღვინის ფესვები - ქვევრები, ამფორები და უძველესი ტრადიციები'', რომელსაც 40 სტუმარი დაესწრო სპეციალური ჯავშნით. მასტერკლასზე მოხდა ათივე მარნის თითო საპრემიაციო ღვინის დეგუსტაცია, რომლებიც თავის მხრივ მეღვინეებმა წარადგინეს. ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა და სტუმრებმა მასტერკლასის დასრულებისთანავე მოისურვეს რამდენიმე ღვინის ადგილზე შეძენა.

Rome Wine Expo-ს მეორე დღეც ხალხმრავლობით და იმერული ღვინოებით დაინტერესებით გამოირჩეოდა. სტუმრების ძირითად კატეგორიას ადგილობრივი რესტორატორები, დისტრიბუტორები, სომელიეები და ღვინის მწერლები წარმოადგენდნენ. მათი უმრავლესობისათვის უკვე იყო ცნობილი კახური ღვინო, ხოლო იმერეთი და იმერული ღვინო მათთვის სასისამოვნო სიახლეს წარმოადგენდა. გარდა საყოველთაო ინტერესისა და აღიარებისა, იმერულმა ღვინოებმა Rome Wine Expo-ს კონკურსში ძირითად საპრიზო კატეგორიებში მოიპოვეს წარმატება: პირველი საუკეთესო წითელი ღვინო და ხალხის რჩეული ღვინო გახდა - მეღვინეობა „რეროს“ „ოცხანური საფერე 2023“, პირველი საუკეთესო თეთრი ღვინო - „ბლუანას“ „ციცქა 2024“, მეორე საუკეთესო წითელი ღვინო - „ენკენის“ „ძელშავი 2025“, მეორე საუკეთესო თეთრი ღვინო - „ღვინოვანის“ „ცოლიკოური 2024“, მესამე საუკეთესო თეთრი ღვინო - „ფერსვის“ „კრახუნა 2024“ და „გუდ ვაინის“ „ციცქა 2025“.

ორდღიანი გამოფენა რომში ცალსახად წარმატებული გამოდგა იმერელი მეღვინეებისთვის, რადგან 20 ღვინის წარდგენით საკმაოდ ხმამაღლა გაჟღერდა იმერეთის და იმერული ღვინის სახელი, რაც ქმნის წინაპირობას იმისას, რომ იტალიის ღვინის ბაზარზე იმერულ და ზოგადად დასავლეთ სააქრთველოს ღვინოებზე გაიზარდოს მოთხოვნა.

გამოფენას იტალიაში საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლობაც დაესწრო.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა