გამოქვეყნებულია: 17 აპრილი, 2009 - 01:39
ცომი:
250 გ. კარაქი, 250 გ. ფქვილი 120 გ. გატარებული ნუში, 4 კვერცხის მოხარშული გული, 120 გ. შაქრის პუდრი და დანის წვერით ვანილი კარგად მოვზილოთ. ტორტის ფორმაში 180 გრადუსზე გამოვაცხოთ 4-5 თხელი ღია ოქროსფერი ფირფიტა (დაახლოებით 10-15 წთ.).
კრემი:
4 ცილა და 100 გ. შაქრის პუდრი კარგად გავთქვიფოთ, დავუმატოთ 200 გ. გარგარის მურაბა და მიქსერით კარგად ავთქვიფოთ, ფუმფულა მასის მიღებამდე. ეს კრემი წავუსვათ ფენებს, ბოლო ფენას კი მოვასხათ მინანქარი და მოვაყაროთ დატეხილი ნუში და ბისკვიტის ნაფხვენები.

მინანქარი:
100გრ.შაქრის პუდრი, 100გრ საცერში გატარებული გარგარის მურაბა და 1 ს.კ ლიმონის წვენი.

© vinoge.com
თემა:
თქვენი კომენტარი