წყალში ჩაყარეთ ცხვრის ნაჭრები და დუმის მოზრდილი ნაჭერი. მოდუღებულს მოხადეთ ქაფი. ცოტა ხანში ამოიღეთ დუმა ნახარშიდან და მანქანაში გაატარეთ. როცა ხორცის ხარშვას ცოტა დააკლდება, ბულიონის ცხიმში ცალკე მოშუშეთ 2-3 თავი ხახვი და დუმასთან ერთად წვენში ჩააბრუნეთ. გაუწყეთ დაფნის ფოთოლი, ბაჰარი (დუშისტი პერეც),ძორა, მარილი შავი და ცოტა წითელი პილპილი, ტომატის პასტა და ბოლოს ჩაყარეთ ქინძი და ცოტა პიტნა.