Home
ქართული | English
ოქტომბერი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

მარილში გამომცხვარი ღორის ხორცი

საჭირო მასალა: 1 კგ ღორის ხორცი, 3 კგ  მარილი, 6 ტოტი როზმარინი, 8 ფოთოლი სალბი, 3 ს.კ. ზეთი, მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: ხორცის ნაჭერს შევაზილოთ მარილი და პილპილი, რასაც შეიზელს. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი და ხორცი მაღალ ცეცხლზე ყველა მხრიდან შევბრაწოთ. დანარჩენი მარილი ავურიოთ 200 მლ წყალში და 1/3 ნაწილი საცხობ ფორმაში ჩავყაროთ. ფორმა ხორცის ნაჭერზე ოდნავ დიდი უნდა იყოს. მარილზე დავყაროთ სალბის ფოთლებისა და როზმარინის ტოტების ნახევარი. ზედ დავდოთ ხორცის ნაჭერი, დავაყაროთ დარჩენილი გამხმარი მცენარეები და მარილი კარგად დავატკეპნოთ ზემდან და გვერდებზე. ხორცს გარშემო კარგად უნდა ჰქონდეს გაკეთებული მარილის ფენა.   ხორცი შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და 50 წუთის განმავლობაში გამოვაცხოთ. მზა კერძი 10 წუთი დავაყოვნოთ, შემდეგ კი მძიმე დანით გავტეხოთ მარილის გამკვრივებული ფენა, ამოვიღოთ ხორცი და თხელ ნაჭრებად დავჭრათ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა