Home
ქართული | English
ოქტომბერი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

ტალიატელები სტაფილოთი

საჭირო მასალა: 2 თავი ხახვი, 250 გ სტაფილო, 1 ცალი ცხარე წითელი წიწაკა, 200 გ მოხარშული ან დაკონსერვებული სიმინდი, 200 გ ტალიატელე ან სხვა ტიპის პასტა, 4 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 1 კბილი დაჭყლეტილი ნიორი, დარიჩინი, მარილი, მწვანილი  – გემოვნებით.

მომზადება: სტაფილო მსხვილად, ხახვი და წიწაკა წვრილად დავკეპოთ. დაკონსერვებული სიმინდი გადავწუროთ. ტალიატელე მოვხარშოთ ადუღებულ მარილიან წყალში და გადავწუროთ. ტაფაზე დავასხათ ზეთი და დავდგათ ცეცხლზე, დავუმატოთ დაჭრილი სტაფილო, ხახვი, წიწაკა და ნიორი. მოვშუშოთ, დავუმატოთ სანელებლები, დაჭრილი მწვანილი და გადმოვდგათ ცეცხლიდან. მოხარშულ ტალიატელეში ავურიოთ მოშუშული ბოსტნეული, დავასხათ 1-2 ს.კ. პასტის ნახარში და სურვილისამებრ მოვაყაროთ ცოტა დარიჩინი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა