Home
ქართული | English
აგვისტო 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

კარტოფილისა და პამიდვრის სალათა

საჭირო მასალა: 600 გ პატარა ზომის კარტოფილი, 6 ს.კ. ზეითუნი ზეთი, 600 გ საშუალო ზომის პამიდორი, 8 ს.კ. ვაშლის ახალგამოწურული წვენი, 3 ს.კ. ვაშლის ძმარი, 1 პატარა კონა ოხრახუში, 1 ჩ.კ. თავშავა, 1 თავი თეთრი ხახვი, მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: კარტოფილი ცხელ წყალში კანიანიად, ძალიან კარგად გავრეცხოთ ჯაგრისით ისე, რომ ჭუჭყი არ შეყვეს და შუა-შუა გავჭრათ. ფორმაზე წავუსვათ 2 ს.კ. ზეთი, ზედ დავაწყოთ დაჭრილი კარტოფილი, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, ზემოდანაც მოვასხათ ცოტა ზეთი და შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, სანამ არ დაიბრაწება. პამიდორი დავჭრათ. ძმარი, ვაშლის წვენი, თავშავა, მარილი, პილპილი და ზეთი სათქვეფელათი ავთქვიფოთ და პამიდორს მოვასხათ. ხახვი და ოხრახუში ძალიან წვრილად დავჭრათ და კარტოფილთან ერთად შევურიოთ პამიდორს.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა