Home
ქართული | English
აგვისტო 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

ინდური სამოსა

საჭირო მასალა5 ცალი კარტოფილი, 3 კბილი ნიორი, 30 გ ჯანჯაფილი, 1 კონა ქინძი, 30 გ მიწის თხილი, 2 ს.კ. ზეთი, 1 ჩ.კ. ძირა, 1 ჩ.კ. კურკუმა, 1 ჩ.კ. ხმელი ქინძი, 1,2 ჩ.კ. წიწაკა, 1/2 ლიმონი ან ლაიმი, 600 მლ ზეთი ფრიტიურისათვის, მარილი გემოვნებით. ცომისათვის – 2-2.5 ჭიქა ფქვილი, 4 ს.კ. ზეთი, 1 ჩ.კ. მარილი, დაახლოებით 0.5 ჭიქა წყალი.

მომზადება: მარილი, ზეთი და ფქვილი მოვსრისოთ ხელით, თანდათანობით ვამატოთ წყალი და მოვზილოთ ცომი. გავხვიოთ ცელოფანში და 20 წუთით გავაჩეროთ მაცივარში. მიწის თხილი დავჭრათ შუაზე, ქინძი დავკეპოთ, ნიორი და ჯანჯაფილი დავნაყოთ. კარტოფილი მოვხარშოთ და დავჭრათ პატარა ნაჭრებად. გავაცხელოთ ტაფა, დავასხათ ზეთი, დავამატოთ ძირა, კურკუმა, ხმელი ქინძი, წიწაკა და 1/4 ჭიქა წყალი. როცა წამოდუღდება, დავამატოთ მიწის თხილი, 1 წუთის შემდეგ დავამატოთ ქინძი, კარტოფილი, მარილი, ავურიოთ, გამოვრთოთ ცეცხლი და ვაპკუროთ ლაიმის ან ლიმონის წვენი. ცომი დავჭრათ მომცრო ბურთულებად და გავაბრტყელოთ ოვალის ფორმით (დაახლოებით 18 სმ X 20 სმ). ცენტრში მოვათავსოთ კარტოფილისა და მიწის თხილის გულსართი, შევკრათ სამკუთხედი ღვეზლის სახით და შევწვათ მდუღარე ფრიტიურში. შემწვარი სამოსები დავაწყოთ ქაღალდის ხელსაწმენდზე ზედმეტი ცხიმის შესაშრობად.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა