Home
ქართული | English
ოქტომბერი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

გოგრის კრემ-სუპი

საჭირო მასალა: 500 გ. გოგრის რბილობი, 0,5 ლ. რძე, ნახევარი ლიმონის ცედრა და წვენი, 1-2 ს.კ. კარაქი, მარილი და შაქარი – გემოვნებით.

მომზადება: გოგრა დავჭრათ, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ იმდენი წყალი, რომ შუამდე მოადგეს და დავდგათ ცეცხლზე. ღოდესაც წყალი ადუღდება, დაუმატოთ 1 ყავის ჭიქა შაქარი. მოხარშული გოგრა წყალს რომ დაიშრობს, დავუმატოთ კარაქი და მოვშუშოთ, შემდეგ გავაგრილოთ. რძეში ავურიოთ ლიმონის ცედრა, წვენი, მარილი და გოგრა, დავაბლენდეროთ და ჩავაბრუნოთ ქვაბში. შურვილისამებრ შეგვიძლია დავუმატოთ რძე და შაქარი, ერთი წამოვადუღოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან. ლიმონის ცედრის ნაცვლად შეგვიძლია შევკმაზოთ დარიჩინით ან ვანილით.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა