Home
ქართული | English
აგვისტო 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

კახეთში სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან

პირველადი მონაცემებით, ძლიერი სეტყვისა და ქარიშხალის შედეგად, ყვარლის რაიონში 165 ტონა "რქაწითელი" და 62 ტონა "საფერავის"  ჯიშის ყურძენი განადგურდა. ფულადმა ზარალმა კი 201 ათასი ლარი შეადგინა.

სეტყვამ აგრეთვე მნიშვნელოვნად დააზარალა თელავისა და საგარეჯოს რაიონები, სადაც პირველადი მონაცემებით მოსავლის 60% განადგურდა.

წინასწარი ინფორმაციით, თელავში დაზარალებულია 852 ოჯახი. ფულადმა ზარალმა აქ 400 ათას ლარს გადააჭარბა. მოსავლის გარდა, სტიქიამ თელავში  საცხოვრებელი სახლები დატბორა, დაანგრია საავტომობილო გზები და ხიდები, დაიხოცა შინაური ცხოველი და ფრინველი.

ზარალის ოდენობა დგინდება საგარეჯოს რაიონშიც.

როგორც რადიო "ჰერეთს" კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილემ, შოთა თარხნიშვილმა განუცხადა, ზარალის საბოლოოდ დადგენის შემდეგ, ხელისუფლება დაზარალებულებს ფულადი კომპენსაციით დაეხმარება.

რადიო "ჰერეთი"

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა