
სტილი: ქვევრში დაყენებული, 5-10% ჭაჭასთან ერთად
ადგილი: იმერეთის რეგიონი, საჩხერე, სოფელი ჩიხა
ალკოჰოლი: 13%
ფერი: ლიმნისფერი
სურნელი: მწიფე ყვითელი ხილის, ატმის, ვაშლატამასა და გარგარის ნოტების იდეალური, დაბალანსებული შეხამება.
გემო: ღვინო გამოირჩევა მაღალი ჰარმონიულობით. არომატში გამოკვეთილი ტონები ზუსტად მეორდება გემოზეც, რაც სისრულისა და სისავსის სასიამოვნო შეგრძნებას აჩენს, გადაყლაპვისას კი ცოცხალი მჟავიანობა შეიგრძნობა.
მიტანის ტემპერატურა: 12-13C
© ღვინის კლუბი/vinoge.com