

4-5 ივლისს, Lisi Wonderland-ში, ტრადიციად ქცეული თანამშრომლობა Supernatural-სა და Tbilisi Open Air-ს შორის კვლავ გაგრძელდა. ფესტივალის ფარგლებში სპეციალურად მოწყობილ სადეგუსტაციო სივრცეში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საქართველოში წარმოებული ბუნებრივი ღვინის მრავალფეროვანი არჩევანი დაეგემოვნებინათ. 30-მდე მეღვინემ სტუმრებს საკუთარი მარნების საუკეთესო ნატურალური ღვინოები, ცივი პეტნატები და სიდრი წარუდგინა.
Supernatural-ის სივრცე ორი დღის განმავლობაში აერთიანებდა ბუნებრივი ღვინის მოყვარულებს, მეღვინეებსა და ფესტივალის სტუმრებს, რომლებიც მუსიკისა და ღვინის განსაკუთრებულ სინთეზს იზიარებდნენ.
SuperNatural Group 2017 წლიდან სხვადასხვა ლოკაციაზე ატარებს ბუნებრივი ღვინის ფესტივალს, რომლის მთავარი მიზანი საქართველოში ნატურალური ღვინის კულტურის პოპულარიზაცია, მცირე მარნების მხარდაჭერა და მომხმარებლისთვის ხარისხიანი, ბუნებრივი ღვინის გაცნობაა.
© ღვინის კლუბი/vinoge.com