

ახალი ღვინის ფესტივალი 2026, 9 მაისი
11:00 – 18:00 საათი
ფესტივალის მუსიკა: ნალი ბენდი
პროგრამა:
11:00 ფესტივალის დასაწყისი
12:00 ფესტივალის საზეიმოდ გახსნა, ქვევრის გახსნა მრავალჟამიერის თანხლებით
12:30 მუსიკა: ნალი ბენდი (ცენტრალური მოედანი, სცენა)
13:10 ღვინის გათამაშება (ცენტრალური მოედანი, სცენა)
13:15 ახალი ღვინის ფესტივალში მონაწილე ოჯახური მარნების დაჯილდოება
13:30 მუსიკა: ნალი ბენდი (ცენტრალური მოედანი, სცენა)
14:10 ღვინის გათამაშება (ცენტრალური მოედანი, სცენა)
14:30 მუსიკა: ნალი ბენდი (ცენტრალური მოედანი, სცენა)
15:10 ღვინის გათამაშება (ცენტრალური მოედანი, სცენა)
15:15 ღვინის კლუბის ჯილდო „ელიბო“-ს საზეიმო გადაცემა ღვინის კომპანიებისთვის.
15:30 მუსიკა: ნალი ბენდი (ცენტრალური მოედანი, სცენა)
16:10 ღვინის გათამაშება (ცენტრალური მოედანი, სცენა)
18:00 ფესტივალის დახურვა.
ფესტივალის სტუმრებს, სადეგუსტაციო ჭიქის შეძენისთანავე, გადაეცემათ გათამაშების ბილეთი. ფესტივალის განმავლობაში გათამაშდება საუკეთესო ღვინოების 8 სპეციალური ყუთი, ხოლო გათამაშების დროები მითითებულია პროგრამაში.
მონაწილეობის მისაღებად, სტუმარმა ბილეთის მოსახევი ნაწილი უნდა მოათავსოს სცენასთან განთავსებულ გათამაშების ქვევრში. გამარჯვებული ბილეთები გამოცხადდება პროგრამაში მითითებულ საათებში, სცენიდან, ამიტომ გთხოვთ, ყურადღებით ადევნოთ თვალი ფესტივალის მიმდინარეობას.
© ღვინის კლუბი/vinoge.com