

29 ნოემბერს, 12:00-დან 19:00 სთ-მდე “ღვინის კლუბი“ ცქრიალა ღვინის IV ფესტივალზე გიწვევთ.
ფესტივალის სპონსორია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო, საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს საიტი „მარანი“ (vinoge.com), ღვინის საინფორმაციო ცენტრი.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ყველა სტილის ცქრიალა ღვინის მწარმოებლები: შამპანური მეთოდი, პეტნატი (ნატურალური ცქრიალა), შარმას მეთოდი, შუშხუნა ღვინო.
გელით 29 ნოემბერს!
საუკეთესო ცქრიალა ღვინო საახალწლოდ მოიმარაგეთ!
როგორც ყოველთვის, ფესტივალის კარი ღიაა ყველასთვის!
ფესტივალი ჩატარდება კლუბ „ანდერვილში“.
მარნებმა და კომპანიებმა რეგისტრაციისათვის მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე info@wineclub.ge ან დარეკეთ ნომერზე: 598 30 86 88.
რეგისტრაციის ბოლო ვადა 20 ნოემბერი (ადგილების შევსებისთანავე რეგისტრაცია დასრულდება).
© ღვინის კლუბი/vinoge.com