Home
ქართული | English
ოქტომბერი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

სტუდენტური ღვინოების დეგუსტაცია „8000 მოსავალში“

4 ივლისს, 14:00 საათზე, „8000 მოსავალში“ უკვე მერვედ გაიმართება აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტური ღვინოების დეგუსტაცია. 

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება 7 სტუდენტური ჯგუფის მიერ შექმნილი 25 სხვადასხვა ღვინო.

თითოეულმა გუნდმა სამი ტიპის ღვინო მოამზადა - ქვევრის, კლასიკური და წითელი, ხოლო ნაწილი დამატებით წარადგენს პეტნატსა და შემაგრებულ ღვინოსაც. სტუდენტები თავად არჩევენ ვაზის ჯიშებსა და ღვინის დაყენების ტექნოლოგიას და სრულად მართავენ პროცესს ვენახიდან ბოთლის ეტიკეტამდე.

დეგუსტაცია მათი მრავალთვიანი შრომის შედეგების საჯარო პრეზენტაციაა და სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ პირველად აღმოაჩინონ მომავალი მეღვინეების ნამუშევრები, გაეცნონ მათ ისტორიებს და საკუთარი შეფასებებიც გაუზიარონ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა