Home
ქართული | English
აგვისტო 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინის წარდგენა ვარშავაში

რამდენიმე დღის წინ ვარშავაში ქართული ღვინის დეგუსტაცია Georgian Grand Tasting გაიმართა. ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოსა და პოლონური მარკეტინგული კომპანიის „People PR“-ის ორგანიზებით ჩატარდა და მისი მთავარი მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია იყო.

დეგუსტაციას პოლონელი ღვინის პროფესიონალები, იმპორტიორები, HoReCa სექტორის წარმომადგენლები და მედიის წევრები დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართული ღვინის მრავალფეროვან ასორტიმენტს და ქართველი მეღვინეების მიერ წარმოებულ სხვადასხვა სახეობის ღვინოებს.

„Georgian Grand Tasting“-ზე საკუთარი პროდუქცია ქართული ღვინის მწარმოებელმა 40 კომპანიამ წარადგინა. მსგავსი ფორმატის ღონისძიებები ქართველი მეწარმეებისთვის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს, რადგან მათ საშუალებას აძლევს დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები უცხოელ იმპორტიორებთან და დისტრიბუტორებთან, რაც საერთაშორისო ბაზრებზე გაყიდვების ზრდას უწყობს ხელს.

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა ქართული ღვინის თემატური მასტერკლასები. მათ ღვინის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე, სააგენტოს ღონისძიებების კოორდინატორი ირაკლი ჩოლობარგია და პოლონელი სომელიეები იან კნობერი და სიმონ მილონასი უძღვებოდნენ. მასტერკლასების მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ უფრო დეტალურად გაცნობოდნენ ქართული მეღვინეობის ისტორიას, ღვინის წარმოების ტრადიციებსა და თანამედროვე ტენდენციებს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა