
ქართული ღვინის საერთაშორისო პოპულარიზაციისა და გერმანიის ბაზარზე მისი ცნობადობის გაზრდის მიზნით, გერმანიის კუნძულ ზილტზე (Sylt) ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.
ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ ორგანიზებით ჩატარდა. დეგუსტაციის მიზანს ქართული ღვინის, როგორც უნიკალური მეღვინეობის ტრადიციების მქონე ქვეყნის პროდუქტის, გერმანელი ღვინის პროფესიონალებისა და მომხმარებლებისთვის გაცნობა და ქართული ღვინის საექსპორტო ბაზარზე მისი პოზიციონირების ხელშეწყობა წარმოადგენდა.
ქართული ღვინის წარდგენას უძღვებოდა გერმანიის ღვინის ბაზარზე ცნობილი სომელიე და ლექტორი ნილს ლაკნერი (Nils Lackner). მისი ხელმძღვანელობით, ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ქართული ღვინის სხვადასხვა სახეობა დაეგემოვნებინათ და უფრო დეტალურად გაცნობოდნენ საქართველოს მრავალსაუკუნოვან მეღვინეობის კულტურას, ღვინის დაყენების ტრადიციულ მეთოდებსა და ქართული ღვინის ინდივიდუალურ მახასიათებლებს.
© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი