Home
ქართული | English
სექტემბერი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინის დეგუსტაცია ლონდონში

დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისა და საექსპორტო პოტენციალის გაძლიერების მიზნით, ლონდონში ქართული ღვინის დეგუსტაცია The New Natural გაიმართა. ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და მისი კონტრაქტორი კომპანიის Swirl Wine Group ორგანიზებით ჩატარდა.

დეგუსტაციას უძღვებოდა მსოფლიოში ცნობილი ბრიტანელი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი, ხოლო ქართული ღვინის მრავალფეროვნება პროფესიულ აუდიტორიას ბრიტანელმა სომელიემ, რესტორატორმა და ბუნებრივი ღვინის ამბასადორმა ჰანი სპენსერმა გააცნო.

ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ ქართული ღვინის მწარმოებელი 10 კომპანიის სხვადასხვა სახეობის ღვინოს, რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ქართული მეღვინეობის მრავალფეროვნებასა და უნიკალურობას.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2026 წელს დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას კომპანია Swirl Wine Group ახორციელებს. კამპანია მოიცავს დეგუსტაცია-სემინარებს ბრიტანეთის სხვადასხვა ქალაქში, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას, ასევე მიზნობრივ სარეკლამო და მედია აქტივობებს, რაც ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას ემსახურება.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა