Home
ქართული | English
ოქტომბერი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

შატო მუხრანში ღვინის სამართლის მასტერკლასი გაიმართება

2 ოქტომბერს, 16:00 საათზე, შატო მუხრანში ღვინის სამართლის მასტერკლასი გაიმართება, რომლის მთავარი თემაა საქართველოს ღვინის ინდუსტრიის სამართლებრივი გამოწვევები.

მასტერკლასს ღვინის იურისტთა ასოციაცია (GWLA) ატარებს. ასოციაციის დამფუძნებლები არიან ელენე თოთიბაძე და ირინე ფილაური, რომლებიც ასევე არიან საერთაშორისო ღვინის იურისტთა ასოციაციის (AIDV) წევრები. ასოციაციის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება საქართველოში ღვინის სამართლის განვითარება, პროფესიული ცოდნის გაზიარება და ღვინის ინდუსტრიის სამართლებრივ საკითხებზე პროფესიული დიალოგის ხელშეწყობაა.

ღვინის სამართლის თემატიკის განვითარებას საქართველოში ხელი შეუწყო 2025–2026 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით განხორციელებულმა ღვინის სამართლის კლინიკამ.

მორიგი საგანმანათლებლო ღონისძიება, ღვინის სამართლის მასტერკლასი, პრაქტიკულ და პროფესიულ ფორმატში გააერთიანებს ღვინის ინდუსტრიისა და სამართლის სფეროს წარმომადგენლებს. ღონისძიებაზე ყურადღება დაეთმობა ღვინის სექტორში არსებულ აქტუალურ სამართლებრივ საკითხებს, პროფესიული გამოცდილების გაზიარებას და ინდუსტრიისა და იურიდიული საზოგადოების თანამშრომლობის გაძლიერებას.

მასტერკლასს გაუძღვებიან ელენე თოთიბაძე, GWLA-ს დამფუძნებელი და Intelligent Solution Legal LLC-ის პარტნიორი და დირექტორი, და ირინე ფილაური, GWLA-ს დამფუძნებელი და შატო მუხრანის მთავარი იურისტი.

ღონისძიება წარმოადგენს ღვინის სამართლის მიმართულებით პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკის განვითარების კიდევ ერთ შესაძლებლობას და აგრძელებს საქართველოში ღვინის სამართლის, როგორც სპეციალიზებული სამართლებრივი მიმართულების, პოპულარიზაციისა და გაძლიერების პროცესს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა