Home
ქართული | English
ოქტომბერი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

გია ჯამბერიძე, გია ჯამბერიძის საოჯახო მარანი, მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (59)

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

– მარნის დაარსება გადავწყვიტე 2015 წელს, როდესაც თბილისში ახალი ღვინის ფესტივალზე მივიღე მონაწილეობა.

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

– ვაზის ჯიშებიდან გაშენებული მაქვს ციცქა და ცოლიკოურის ჯიშები. უმეტესად ცილოკოური ჭარბობს. ყურადღების გამახვილებას ვაპირებ ძველ ჯიშებზე, წელს დავრგე 170 ძირი ჩხავერი, სამომავლოდ ვაპირებ ოცხანური საფერეს გაშენებას.

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

– ვაწარმოებ ციცქა-ცოლიკოურს. ღვინოს ვაყენებ მუხის კასრში. გამორჩეულია იმით, რომ  არის ნატურალური, დამზადებულია  საოჯახო ტარდიციებით, ბუნებრივად დაწმენდილია და არის დანამატების გარეშე.

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

– თავიდანვე ღვინოს ადგილობრივად ვყიდდი, მაგრამ  გაოცებული დავრჩი, როდესაც ახალი ღვინის ფესტივალზე  ერთ-ერთმა უცხოელმა ერთ ლიტრ ღვინოში 40 ლარი გადამიხადა. პირველად შევიტანე მაღაზიაში  ,,8000 მოსავალი’’, შემდეგ სხვა მაღაზიები დამიკავშირდნენ. ამჟამად დაახლოებით 10 მაღაზიასთან მაქვს ურთიერთობა.

– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

– უცხოეთის ბაზარზე ჩემი ღვინო არ გადის.

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

– ღვინოსთან და ვაზთან  მუშაობა ძალიან შრომატევადია. საჭიროა მევენახეობა და მეღვინეობაში ცოდნის ამაღლება.  მცირე მარნებს უფრო მეტი გასაღების ბაზარი სჭირდება.

– თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

– ღვინის კულტურა ვერ განვითარდება თეორიული ცოდნის გარეშე, საჭიროა მეტი ტრენინგები მეღვინეებთან, რაც სამწუხაროდ რეგიონში არ ტარდება. მხოლოდ ფესტივალების საშუალებით ხდება მარნების გაცნობა და მათი ღვინოების დაგემოვნება.

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?

– ვურჩევდი, მეტი განათლება მიიღონ ამ სფეროში.

მარნის დასახელება: გია ჯამბერიძის საოჯახო მარანი

მარნის მისამართი: გურია, ჩოხატაური, სოფ. გორაბერეჟოული.

ტელეფონი: +995  577 62 52 18

ელფოსტა: giajamberidze@gmail.com

ვებ/ფეისბუკ გვერდი: gia jamberidze

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა