Home
ქართული | English
ოქტომბერი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

ზურაბ ღვინიაშვილი, ვარციხის მარანი - მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (39)

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

–   მარანი 2015 წელს დავაარსეთ, მიზეზი - ქართული საქმის კეთება.

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ   ყურადღების გამახვილებას?

 – გაშენებული გვაქვს: ციცქა, ცოლიკაური, კრახუნა, ოცხანური საფერე, ალადასტური, ალექსანდროული, რქაწითელი, საფერავი.  მომავალში დავიმატებთ ძელშავს, ჩხავერს, მგალობლიშვილს სხვა იშვიათ ჯიშებს. 

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

–  ვაწარმოებთ შემდეგ ღინოებს: ოცხანური საფერე, ალექსანდროული, ალადასტური, საფერავი, ციცქა-ცოლიკოური, კრახუნა, ცოლიკოური, რქაწითელი. ჩვენი ღვინოები დაყენებულია ქართული ტრადიციული მეთოდით ქვევრებში და აქცენტი გვაქვს ხარისხზე.

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

–   პირველად ღვინის მაღაზიაში "8000 მოსავალი" შევიტანეთ. შემდეგ უკვე სხვა მაღაზიებსა და ღვინის ბარ-რესტორნებში.

– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

 – დიახ, 2 ქვეყანაში გავაკეთეთ ექსპორტი.

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

 – ვფიქრობ, მეტი ყურადღებაა საჭირო იშვიათი ჯიშების ყურძნის მოძიებისთვის, ასევე მნიშვნელოვანი ღვინოსთან დაკავშირებული ცოდნის ამაღლება, კადრების სწავლა-ტრეინინგები.

– თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

–   გლეხების დაინტერესება ხარისხიანი ყურძნის მიღებისთვის (არა სუბსიდირება) არის მნიშვნელოვანი და სახელმწიფო პროგრამები საზოგადოებისთვის ღვინის მეტად დაფასებისთვის.

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?

– დამწყებ მეღვინეებს ვურჩევდი გააშენონ და აღადგინონ ქართული ძველი ყურძნის ჯიშები, რომელიც დაკარგვის პირას არის. ღვინის დაყენების პროცესში მეტი ჰიგიენა და სისუფთავე დაიცვან თავისივე ღვინის ხარისხის მისაღებად.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ვარციხის მარანი

მარნის მისამართი: საქართველო, ბაღდათის რაიონი სოფ. ვარციხე

ტელეფონი: +995 599 47 44 57

ელფოსტა: info@vartsikhe.com

ვებ/ფეისბუკ გვერდი: http://vartsikhe.com

facebook Vartsikhe Marani

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი 2017

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა