Home
ქართული | English
აგვისტო 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინო: 2025 წლის შეჯამება

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, წლების განმავლობაში ტრადიციად იქცა განვლილი წლის  შეჯამება — ფიქრი იმაზე, რაც გადავიტანეთ, რაც შევიძინეთ და რაც დაგვაკლდა. ადამიანები ერთმანეთს უზიარებენ წლის განმავლობაში განცდილ სიხარულსა და ტკივილს, პირად გამოცდილებებსა და საერთო მოგონებებს.

2025 წელი განსაკუთრებულად რთული აღმოჩნდა.  დავკარგეთ მალხაზ ხარბედია, ქართული ღვინის ქრონიკერი, ადამიანი, რომელმაც შეძლო ღვინო მთელი თავისი ვნებით, სიღრმითა და კულტურული მნიშვნელობით ხელშესახები გაეხადა. მისი საქმიანობა ყოველთვის სცდებოდა პროფესიულ ჩარჩოებს. უამრავი დაბრკოლებისა და სირთულის მიუხედავად, წლების განმავლობაში დაუღალავად მუშაობდა იმისთვის, რომ ღვინო ნამდვილად ყველასთვის ყოფილიყო და ყველა ღვინისთვის.

ამავე დროს, 2025 წელი მნიშვნელოვანი მოვლენებით აღინიშნა ქართული ღვინის ინდუსტრიისთვის. „ღვინის კლუბი“ მთელი წლის განმავლობაში აქტიურად აშუქებდა როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ სიახლეებს, ავლენდა ტენდენციებს, აფიქსირებდა ცვლილებებსა და გამოწვევებს, რომლებიც ღვინის ინდუსტრიის წინაშე დგას. ჩვენი მიზანი უცვლელი დარჩა — ქართული ღვინის შესახებ სიღრმისეული, სანდო და კონტექსტზე დაფუძნებული ცოდნის გავრცელება.

2025 წლის განმავლობაში ჩაიწერა არაერთი მნიშვნელოვანი ინტერვიუ ქართველ მევენახეებთან და მეღვინეებთან. ასევე, გვქონდა შესაძლებლიბა ინტერვიუ ჩაგვეწერა ბრიტანელ სომელიესთან, ფილიპ რაინშტალერთან, რომელიც გვესაუბრა  საქართველოსა და ქართული ღვინოზე საერთაშორისო პროფესიულ სივრცეში, ხოლო ღვინის მაგისტრმა, სარა ებოტმა, გაგვიზიარა თავისი ხედვა იმაზე, თუ რა საჭიროებები და პოტენციალი აქვს ქართულ ღვინოს განვითარების ახალი ეტაპისთვის და რა უნიკალურ შესაძლებლობებს ფლობს იგი გლობალურ ღვინის რუკაზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რთველის პროცესის გაშუქებას საქართველოს მასშტაბით. „ღვინის კლუბის“ ორგანიზებით 2025 წელს გაიმართა რამდენიმე ფესტივალი: „ახალი ღვინის ფესტივალი“, „ცქრიალა ღვინის ფესტივალი“, „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“, „ცქრიალა ღვინის IV ფესტივალი“. ამ ღონისძიებებმა კიდევ უფრო გააძლიერა დიალოგი მეღვინეებს, პროფესიონალებსა და ღვინის მოყვარულებს შორის და ხელი შეუწყო ახალი სახელებისა და იდეების წარმოჩენას.

„ღვინის კლუბი“ გილოცავთ ახალ წელს. გისურვებთ სიღრმით სავსე აღმოჩენებს, გააზრებულ სიხარულს და იმგვარ ღვინოს, რომელიც გემოსთან ერთად, შინაარსისა და იდეის მატარებელიცაა.

ქვემოთ გიზიარებთ რამდენიმე მნიშვნელოვან სტატიას 2025 წლის არქივიდან — ტექსტებს, რომლებიც ასახავს წლის მთავარ თემებს, კითხვებსა და მიღწევებს:

In vino veritas — ანუ მალხაზ ხარბედიას ჭეშმარიტების გზა

საქართველოს 2025 წლის რთვლის ვრცელი მიმოხილვა

ახალი ღვინის ფესტივალი 2025 — ღვინის სტიქია მთაწმინდის პარკში

დიდი დღე!

გაიცანით სომელიე: ფილიპ რაინშტალერი და მისი სიყვარული ქართული ღვინის მიმართ

სარა ებოტი (MW): "საქართველო გვთავაზობს იმას, რაც მასობრივი წარმოების ღვინოს აკლია — ინდივიდუალურობას და ადგილთან ღრმა კავშირს"

25 ოქტომბერი - დიდი დღე მცირე მარნებისთვის

რა უშლის ხელს ქართულ ღვინოს გლობალურ ბაზარზე? - ინტერვიუ გიორგი სამანიშვილთან

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა