Home
ქართული | English
სექტემბერი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

მეღვინე ქალთა ფესტივალი FEMINA VINA

25 აპრილს, თბილისში, ღვინის ბარი “საძველე” უმასპინძლებს მეღვინე ქალთა ფესტივალს — FEMINA VINA-ს. ფესტივალი აერთიანებს 40-ზე მეტ მეღვინესა და მეწარმეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, რაც სტუმრებს საშუალებას აძლევს დააგემოვნონ განსხვავებული სტილისა და ხასიათის ღვინოები, აღმოაჩინონ მცირე წარმოების უნიკალური პროდუქცია და გაეცნონ მათ მიღმა მდგომ ისტორიებს.

FEMINA VINA განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვინც ეძებს ავთენტურ გამოცდილებას და სურს უკეთ გაიგოს, ვინ ქმნის ქართულ ღვინოს დღეს. ფესტივალის ორგანიზატორები არიან ასოციაცია „ქალები ღვინის ინდუსტრიაში“ (WIWI) და ღვინის სკოლა Vinemo, რომლებიც აქტიურად უწყობენ ხელს ქალების როლის გაძლიერებას მეღვინეობის სფეროში და ახალი შესაძლებლობების შექმნას ინდუსტრიაში.

ფესტივალთან და მის იდეასთან დაკავშირებით Vinoge.com ერთ-ერთ ორგანიზატორს, ანა გოდაბრელიძეს ესაუბრა:

- 25 აპრილს, ღვინის ბარი „საძველე" მეღვინე ქალთა ფესტივალს — FEMINA VINA-ს უმასპინძლებს, როგორ გაჩნდა ამ ფესტივალის იდეა და რა არის ის მთავარი მიზნები, რომელთა გარშემოც ორგანიზატორები გაერთიანდით?

- ღვინის სკოლა ვინემოში GIZ-ის დახმარებით WIWI- ს (ქალები ღვინის ინდუსტრიაში) ორ ჯგუფს ჩაუტარდა მევენახეობა-მეღვინეობის კურსი. სწორედ ერთ-ერთი ლექციის დროს დამებადა იდეა, რომ სკოლას გაეკეთებინა მეღვინე ქალთა ფესტივალი. გოგოებმა მაშინვე მოიწონეს იდეა და გადავწყვიტეთ, რომ ამ გაზაფხულზე გაგვეკეთებინა. მანანა ახვლედიანთან ერთად, რომელიც WIWI - ს ერთ-ერთი შემქმნელია და აქტიურად არის ჩართული WIWI-ს სამიანობაში და ბევრ კარგ პროექტს ახორციელებს, გადავინაწილეთ საორგანიზაციო საქმეები. ეს ფესტივალი არ არის მხოლოდ WIWI-ს წევრებისთვის, ამ ფესტივალში ყველა მიიღებს მონაწილეობას. წელს მხოლოდ ქართველი მეღვინე ქალები, თუმცა მომავალში უფრო გავაფართოებთ საზღვრებს.  ასევე, რამდენიმე ქალი წარმოადგენს თავის ხელნაკეთ ნივთებსა და პროდუქტებს.

- ისტორიულად არაერთი პროფესია პატრიარქალურ საზოგადოებაში გენდერულად იყო განსაზღვრული - არსებობდა სფეროები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში „მამაკაცურ საქმიანობად“ მიიჩნეოდა. ღვინის კულტურაც ხშირად სწორედ ასეთ სივრცედ აღიქმებოდა, სადაც ქალის როლი უმეტესად ჩრდილში რჩებოდა. როგორია დღეს ქალის პოზიცია საქართველოს ღვინის ინდუსტრიაში?  რა ახალ შესაძლებლობებს აძლევს აღნიშნული ფესტივალი ქალ მეღვინეებს?

- სიმართლე გითხრათ, პირადად მე,  ეს შეგრძნება არასდროს მქონია, რომ ეს პროფესია რთულად აღმექვა. ეს, ალბათ, იმის დამსახურებაა, რომ დედაჩემიც მეღვინეა, ბებიაც მევენახეობით იყო დაკავებული და რაღაც თავისთავად ჩვეული გარემო აღმოჩნდა ჩემთვის. ფესტივალში მონაწილე ქალებიც აქტიურები, მონდომებულები და ამბიციურები არიან. ძალიან დადებითი განწყობა აქვთ. წარმოებული ღვინის ხარისხის განვითარების დიდი სურვილი აქვთ! მეგობრულები არიან და ერთმანეთს მხარს უჭერენ.

როგორც იცით, მე აგრარულ უნივერსიტეტში მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამას ვხელმძღვანელობ, ძალიან ბევრი გოგო აბარებს ამ პროგრამაზე და ჩვენი კურსდამთავრებული დღეს უკვე ძალიან წარმატებულები არიან! მსოფლიოს საუკეთესო ღვინის კომპანიებში მუშაობენ, სწავლას აგრძელებენ საუკეთესო უნივერსიტეტებში და დღეს უკვე ლექციებსაც კითხულობენ როგორც უნივერსიტეტში, ასევე ჩვენს სკოლაშიც.

ფესტივალების პარალელურად  მასტერკლასი ჩატარდება. საუკეთესო თეთრ, ქარვისფერ და წითელი ღვინოს გამოვავლენთ, ასევე საუკეთესო შეფუთვას. გამარჯვებულ ღვინოს საშუალება ექნება “Asia Wine Trophi”-ს კონკურსზე, რომელიც აზიაში ყველაზე დიდია, ფასდაკლებით მიიღოს მონაწილეობა, რაც დაგვიდასტურა ამ კონკურსის ხელმძღვანელმა ბატონმა Chab Jun Park-მა, რომელიც წლებია ეხმარება ქართული ღვინის ცნობადობას კორეაში.

- რა იქნება ამ ფესტივალის მთავარი მაკოორდინირებელი შტრიხი წარმოდგენილ ღვინოებთან მიმართებით, გარდა იმისა, რომ ყველა ღვინო ქალი მეღვინეების მიერაა შექმნილი? თქვენ  რომელი ღვინოების გასინჯვას ურჩევდით ფესტივალის სტუმრებს?

- ფესტივალის მიზანია, მომხმარებელმა უკეთ გაიცნოს მეღვინე და მისი წარმოებული ღვინო. ჰქონდეთ შესაძლებლობა, ერთ სივრცეში სხვადასხვა მარნის ღვინო გასინჯონ. დაამყარონ  კომუნიკაცია მომხმარებელსა და ღვინის მწარმოებელს შორის. ჰორეკა სექტორმა უკეთ გაიცნოს სხვადასხვა რეგიონის საშუალო და მცირე მარნები და მათი ღვინოები, რომელთაც, თავის მხრივ, ნაკლებად აქვთ შესაძლებლობა გაეცნონ ჰორეკას წარმომადგენლებს.

რთულია, სტუმრებს რომელიმე კონკრეტული ღვინო ვურჩიო, კარგი იქნება თუ გასინჯავენ ყველა წარმოდგენილ ღვინოს და რაც მნიშნელოვანია მათი მხრიდან, შეუფასებენ და მოწონების შემთხვევაში შეუქებენ მეღვინეებს შრომას. ფესტივალზე  მომხმარებელს საშუალება ექნება შეიძინოს ღვინოები.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა