Home
ქართული | English
აგვისტო 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

ცქრიალების ფოტო-ამბავი

თამარ მღებრიშვილი

ჩვენ ირგვლივ რაღაცები ისე ყალიბდება ტრადიციად თუ ჩვეულებად, ხანდახან იმის გახსენებაც გვიჭირს, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი. ან კიდევ გვახსოვს, მაგრამ ფრაგმენტულად -  არც ბოლომდე ვართ დარწმუნებულები და არც რაიმეს უარყოფა შეგვიძლია. ასეთ ტრადიციად იქცა ყოველი ღვინის ფესტივალის ფოტო-ამბად ქცევა. მე კი მახსოვს, ახალი ღვინის ფესტივალის შემდეგ, რას ამბობდა მალხაზ ხარბედია - რომ ყველა ფოტო ცალ-ცალკე უნდა დავდოთ, რომ ყველა ფოტოში არის ცალკეული მნიშვნელობის დეტალი, რომელიც შეიძლება საერთო მოცემულობაში ჩაიკარგოს, ვერ შევამჩნიოთ, ვერ დავიმახსოვროთ და რომ მთავარი, უკვე არსებულ მასალაზე ზრუნვაა.

ამერიკელი ესეისტი,  რომანისტი, კინორეჟისორი, სიუზენ ზონტაგი უკანასკნელ არამხატვრულ ნაწარმოებში „სხვათა ტკივილის შესახებ“  ხელოვნებასა და ფოტოგრაფიას ზნეობრივი თვალსაზრისით იკვლევდა. სწორედ მისი ავტორობით დაიწერა წიგნი „ფოტოგრაფია“, სადაც ვკითხულობთ: „ფოტოგადაღება საგნის დასაკუთრებას ნიშნავს“. რაიმეს დასაკუთრებაზე საუბრისას, რთულია, უპირველესად, ადამიანის ეგოისტურ მიდრეკილებებზე არ დაფიქრდე, რასაც არც თუ ისე დადებითი კონოტაცია აქვს. მაგრამ, სხვა შემთხვევებიც ხომ არსებობს, მაგალითად სიხარულის, წამიერი ბედნიერების, დროის კონკრეტულ მონაკვეთში ადამიანებთან ურთიერთობებით განცდილი შთაბეჭდილებების დასაკუთრება, ამაში კი ვერავინ შეგვედავება, ვერც მესაკუთრეობას დაგვწამებს და ვერც ეგოისტურ გამოვლინებად ჩაგვითვლის.

29 ნოემბერს, „ანდერვილში“ ღვინის კლუბის ორგანიზებით ცქრიალა ღვინის IV ფესტივალი გაიმართა. როგორც ყოველთვის, ერთ სივრცეში ბევრმა ადამიანმა მოიყარა თავი, რომლებსაც საერთო სურვილი და მოტივაცია ჰქონდათ - გაესინჯათ სხვადასხვა მარნის ცქრიალა ღვინო, პირადად ესაუბრათ მეღვინეებთან, გაეზიარებინათ მათი გამოცდილება და რაც მთავარია, ფოტოგრაფიული სიზუსტით დარჩენილიყო მათ გონებაში ფესტივალზე გატარებული რამდენიმე საათი.

გიზიარებთ ცქრიალა ღვინის IV ფესტივალის ფოტო-ამბავს:

ცქრიალა ღვინის IV  ფესტივალის ტრადიციული გახსნა

ცქრიალა ღვინის IV ფესტივალში მონაწილე მეღვინეები

ცქრიალა ღვინის მეგობრები და ფესტივალის სტუმრები

ცქრიალა ღვინის ესთეტიკა

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა