
25 ოქტომბერს, ღვინის კლუბის ორგანიზებით „ანდერვილში“ მეშვიდედ ჩატარდა ფესტივალი ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე. წელს ფესტივალში 44 მცირე მარანი და 3 ღვინის სექტორთან დაკავშირებული კომპანია მონაწილეობდა. როგორც ყოველთვის, ფესტივალს ბევრი სტუმარი ჰყავდა, მათ შორის იყვნენ ღვინის პროფესიონალები, ენთუზიასტები, მოყვარულები და ადამიანები, რომლებსაც ღვინის სამყაროში ერთი დღით მაინც სურდათ მოგზაურობა. შთაბეჭდილებები ინდივიდუალურია, ისევე როგორც შეგრძნებები და განცდები, თუმცა, თუ უფრო მათემატიკური სიზუსტით შევხედავთ, სტუმართა რაოდენობიდან გამომდინარე, ნამდვილად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ფესტივალის მთავარი ორგანიზატორისა და იდეის ავტორის, მალხაზ ხარბედიას, ღვინოსთან დაკავშირებული დევიზი ამჯერადაც გამართლდა - „ყველა ღვინისათვის, ღვინო ყველასათვის!“.
როგორც არ უნდა იყოს, ყველა ამბავი, ყველა ფესტივალი, ყველა ღონისძიება მეორე დღესვე ისტორიისა და მოგონებების საკუთრება ხდება და ფოტოამბად იქცევა ხოლმე. ამ შემთხვევაში არც აღნიშნული ფესტივალია გამონაკლისი, კადრები იმასაც ინახავენ, რაც შეიძლება მეხსიერებიდან წაიშალოს.
ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე - წლევანდელი ფოტოამბავი
ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე - ორგანიზატორები და ფესტივალის გახსნა

ღვინის ვიქტორინა და გამარჯვებული მონაწილე

ფესტივალის სტუმრები — ფესტივალის კარი ნამდვილად ყველასთვის ღიაა!




© ღვინის კლუბი/vinoge.com






თქვენი კომენტარი