Home
ქართული | English
აგვისტო 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე 2025

„ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ ყოველწლიური  ღვინის ფესტივალია, რომელიც წელს უკვე მეშვიდედ ჩატარდება.

ფესტივალი 25 ოქტომბერს მთაწმინდის პარკში, კლუბ „ანდერვილში“ გაიმართება, 12:00 საათიდან 19:00 საათამდე.

ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო. ფესტივალის ორგანიზატორია ღვინის კლუბი.

ღონისძიების მთავარი მიზანია დამწყები მეღვინეების მხარდაჭერა და წარმოჩენა. პატარა მარნები ხშირად საქმიანობას მინიმალური რესურსებით, მაგრამ უდიდესი ენთუზიაზმითა და ვნებით იწყებენ. ფესტივალი მათ აძლევს შესაძლებლობას თავიანთი ღვინოები საზოგადოებას გააცნონ, რომელთა შორის იქნებიან ღვინის მოყვარულები, ენთუზიასტები, პროფესიონალები და საერთაშორისო სტუმრები.

„ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ ემყარება იდეას, რომ პატარა მარნებსაც შეუძლიათ დიდი სიტყვა თქვან ქართულ და საერთაშორისო ღვინის სამყაროში.

წელს ფესტივალზე საუკეთესო გარემოს გპირდებით, სადაც მევენახე–მეღვინეები სტუმრებს თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ. ღონისძიების მიმდინარეობისას შეგეძლებათ გასინჯოთ ჯერ კიდევ უცნობი ახალი მარნების ღვინოები. ღვინის გარდა გელით გემრიელი ხემსი, გართობა და მთაწმინდური შემოდგომაც.

როგორც ყოველთვის, ფესტივალის კარი ყველასთვის ღიაა!

ფესტივალში მონაწილეობის მსურველმა მარნებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 10 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით. რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე info@wineclub.ge ან დარეკეთ ნომერზე 598308688. ადგილების შევსებისთანავე რეგისტრაცია დასრულდება.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა