Home
ქართული | English
ოქტომბერი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

ამერიკელი იმპორტიორები ქართულ ღვინოს ეცნობიან

რამდენიმე დღეა საქართველოში ამერიკელი იმპორტიორების ჯგუფი იმყოფება, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია Marq Energie Consulting-ის დამფუძნებელი, ჯული პეტერსონი ხელმძღვანელობს. ვიზიტის მიზანი ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის იმპორტის გაზრდაა.

პირველი დეგუსტაცია Speed tasting თბილისში გაიმართა, სადაც 34 კომპანიის წარმომადგენელს მიეცა შესაძლებლობა ღვინის პროფესიონალებისთვის საკუთარი პროდუქცია წარედგინა, გასაუბრებოდნენ და მათგან კონსულტაცია მიეღოთ. ღონისძიების ფარგლებში ამერიკელმა იმპორტიორებმა 100-მდე ქართული ღვინო დააგემოვნეს.

ქართულმა ღვინომ სტუმრებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა.

ამერიკელი იმპორტიორი, ერიკ ჯოფთმანი ქართულ ღვინოს „საუცხოოს“ უწოდებს.

ტურის ფარგლებში, დაგეგმილია ღვინის პროფესიონალების ვიზიტი კახეთში, იმერეთსა და ქართლში, სადაც სტუმრები გაეცნობიან ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას და ადგილზე დააგემოვნებენ ქართულ ღვინოებს შემდეგ მწარმოებელ კომპანიებში: „იაგოს ღვინო“, „შატო მუხრანი“, GWS,  „სიმონ ჩხეიძის მარანი“, „ვარციხის მარანი/ჭოტიაშვილი“, „მეღვინეობა ხარება“, „ვინე პონტო“, KTW, “ლაგვინარი”, “ხოხბის ცრემლები”, “კახური” და „გიუაანი“.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა