Home
ქართული | English
ოქტომბერი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

საფერავი, ჯაყელები, 2008

22.00 ლარი

ხაშმური საფერავი ჯაყელებს 2007 წელთან შედარებით, გაცილებით უფრო ხასიათიანი და ძლიერი გამოუვიდათ, სავსე ტანინებით, მუხის ძლიერი კვალით. ღვინის სურნელებში წამყვანი წიწაკის, კენკრისა და შავი ქლიავის ტონებია, ძლიერი მინერალური ფინალით. შინდისფერი ღვინოა, მუქი ჟოლოსფერი რკალით, ძალზე სქლად ისხმება და კედლებზეც დიდხანს რჩება საცეცები. გემოზე ერთმანეთს ერწყმის ახალი ღვინისთვის დამახასიათებელი სიხისტე და მუხა, რომელიც 2-3 წელიწადში უფრო დაიხვეწება და სიღრმეში გადაიზრდება. ღვინოს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს. მისაყოლებლად კი რა თქმა უნდა ნანადირევი და ყველაზე დელიკატური ხორციანი კერძები წავა.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა