Home
ქართული | English
ოქტომბერი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

საფერავი, Lukasi, 2012

გურჯაანის რაიონში, ფაფრის მინდვრებზე დაკრეფილი საფერავიდანაა ღვინო დაყენებული. ფერში თითქმის გაუმჭვირვალეა, მუქი ჟოლოსფერია. პირველ სურნელებში ცხადად იგრძნობთ მუხიდან წამოსულ არომატებს, შავი ქლიავის ჩირისა და შავი პილპილის ტონებს. ღვინო მძლავრი ტანინებით ხასიათდება, ძალზე სხეულიანია და პირველ რიგში სისავსით იქცევს ყურადღებას. ხანგრძლივი დაბოლოებით ხასიათდება, სადაც კენკრის ტონებს მუხის ძლიერი კვალი ერწყმის. მიირთვით მაყალზე და გრილზე მომზადებულ ხორცეულთან.

© vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა