ახლახანს დასრულდა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი, დამოუკიდებელი და პრესტიჟული ღვინის კონკურსი International Wine Challenge, რომელიც ყოველწლიურად იმართება ლონდონში. “ბადაგონის” ღვინოებმა ამჯერადაც დაიმსახურა ჟიურის ინტერესი და მოწონება. წითელ მშრალ ღვინოებს შორის საფერავმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, ბრინჯაოთი დაჯილდოვდა თეთრი “კახური წარჩინებული”, ხოლო სპეციალური დიპლომით შეფასდა “ტრიონი” - თეთრი მშრალი.