3 მაისს კომპანია GD ALCO და საქართველოს ბარმენთა კავშირი BACARDI
MARTINI GRAND PRIX საქართველოს ნაციონალურ შესარჩევ ტურს აწყობს, რომელშიც ნებისმიერ პროფესიონალ ბარმენს შეუძლია მონაწილეობა. გამარჯვებული გამოვლინდება 2 ნომინაციაში: კლასიკა და სამუშაო ფლაერინგი. ჟიური თავად MARTINI BACARDI-ს წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული და საუკეთესო ქართველ პრეტენდენტსაც ის გამოავლენს.