სტილი: ქვევრის ტრადიციული ქარვისფერი ღვინო, 6 თვე ჭაჭაზე დავარგებული
ადგილი: კახეთი, საგარეჯო, კაკაბეთი
ჯიში: რქაწითელი
ალკოჰოლი: 12,5%
ფერი: ქარვისფერი
სურნელი: ძალზე მდიდრული არომატები აქვს, სადაც მცენარეულ, წიწვოვან ტონებთან ერთად მოტკბო არომატებიც იგრძნობა.
გემო: პირველ რიგში დაშაქრული თხილისა და გოზინაყის გემო გამოდის წინა პლანზე, ძლიერი ტანინებით.
კერძი: მიაყოლეთ მაყალზე შემწვარ ბოსტნეულს, ცვრიან ღორის მწვადს, ხაშლამას, ხარჩოს, საცივს.
მიტანის ტემპერატურა: 12–14°
© ღვინის კლუბი/vinoge.com