კონდოლი სოფელია თელავთან, რომელიც ქართული მეღვინეობისთვის ისეთი მნიშვნელოვანი მიკროზონების ალყაში იმყოფება, როგორიცაა თელიანი და წინანდალი. ერთი შეხედვით ეს ღვინო "თელავის მარნის" წინანდალსაც წააგავს, თუმცა, მისგან განხვავებით, შედარებით ეკზოტიკურია, რადგან რქაწითლისა (80%) და მწვანის (20%) ტრადიციულ შეხამებას კონდოლის მიწა თავისებურ ელფერს სძენს. დუღილი უჟანგავი ფოლადის ჭურჭელში მიმდინარეობს კონტროლირებად (15-17გრადუსი) ტემპერატურაზე. შემდეგ კი, 6-8 თვის განმავლობაში ძველდება ახალ ფრანგულ მუხის კასრებში.