სტილი: ქვევის ტრადიციული წითელი მშრალი ღვინო, ჭაჭაზე 12 დღე დავარგებული
ადგილი: კახეთი, სიღნაღი, ძვ. ანაგა
ჯიში: საფერავი
ალკოჰოლი: 13,5%
ფერი: მუქი შინდისფერი
სურნელი: მცენარეული და შავი ხილის მკვეთრი არომატები (ანწლი, კვრინჩხი, ღოღნაშო)
გემო: მაღალმჟავიანი, მძლავრი ტანინების მქონე გამჭოლი, ახალგაზრდა საფერავია, დასამახსოვრებელი დაბოლოებით.
კერძი: ღორის მწვადი, ხბოს მწვადი, შემწვარი ბოსტნეული და ლობიო
მიტანის ტემპერატურა: 16–18°
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი