ქვეყანაში შექმნილი ფინასური კრიზისის პირობებში ღვინის კომპანიებიც არ გამორიცხავენ, რომ აქცენტი შედარებით დაბალფასიანი ღვინის წარმოებაზე გააკეთონ. როგორც კომპანია "რაჭული ღვინოს" ხელმძღვანელმა ომარ ჭელიძემ განაცხადა, შედარებით იაფი ღვინოების რეალიზაციის მაჩვენებელმა ბაზარზე ამის წინაპირობა უკვე აჩვენა.
"მართალია, ჯერჯერობით ჩვენი ღვინოების არც ძვირადღირებული ნაწილის გაყიდვებს ვუჩივით, თუმცა თუ უმუშევართა რიცხვი ასეთი ტემპით გაიზრდება, ჩვენს მომხმარებელს ძვირადღირებული ღვინის შესაძენად უბრალოდ ფული აღარ ექნება"-აცხადებს ჭელიძე.