მარილ-წყალში ჩაასხით სამი სტოლის კოვზი ძმარი, ჩააყარეთ ბაჰარი, დაფნის ფოთოლი; ორი ხბოს ტვინი გარეცხეთ, მოხარშეთ, ფერფლი ააცალეთ, საცერში გახეხეთ, ნახევარი თეთრი პურის გული დაალბეთ, გაწურეთ და ესეც შიგ აურიეთ, პილპილი, მარლი; ორი თავი ხახვი წვრილად დასჭერით, ერბოში მოშუშეთ, ორი კვერცხი შიგ უყავით და აურიეთ, კატლეტები გააკეთეთ, თითო-თითო კატლეტი ამოავლეთ გათქვეფილ კვერცხში, სუხარში და შეწვით.