ტვინი ჩადეთ ცივ წყალში, კარგად გარეცხეთ, რომ სისხლი არ შეჰყვეს; მერე მარილ-წყალში ჩადეთ ერთი საათი და ფერფლი, რაცა აქვს, სულ ააძრეთ. მარილწყალი აადუღეთ, სამი დაფნის ფოთოლი, სამი სტოლის კოვზი ძმარი, ბაჰარი, ჩადეთ ტვინი და მოხარშეთ; მერე ამოიღეთ, დადეთ, რომ გაცივდეს; თუ ფერფლი კიდევ აქვს ააცალეთ, დასჭერით, თითო ნაჭერი გათქვეფილ კვერცხში ამოავლეთ, სუხარი მოაყარეთ, ერბო დაასხით, ტაფაზე გააცხელეთ, ტვინი ჩააწყეთ და მოწვით ორივ მხარეს.