ლონდონში გაიმართა ღვინის საერთაშორისო ბაზრობა, სადაც ბულგარულმა ღვინოებმა 40 მედალი მოიპოვეს. ეს საერთაშორისო გამოფენებზე ბულგარული ღვინოების პირველი წარმატებაა.
ბულგარელებს წილად ხვდათ 6 ვერცხლის და 14 ბრინჯაოს მედალი და 20 საპატიო სერტიფიკატი. მართალია, მეღვინეობის წამყვანი ქვეყნებისათვის ეს ჯილდოები არცთუ ისე ბევრია (მაგ. საფრანგეთი – 700 მედალი), მაგრამ ჩავარდნის წლების შემდეგ ბულგარელებისთვის ეს დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს.