აშშ-ს ფედერალური სავაჭრო კომისია კეთილგანწყობით შეხვდა უმსხვილეს ალკოჰოლურ ჰოლდინგ Diaego-ს და არყის ბრენდ Ketel One-ის მფლობელ Nolet-ის გარიგებას. Diaego-მ და Nolet-მა გადაწყვიტეს ერთობლივი საწარმოს შექმნა, რაც მიზნად ისახავს ბრენდ Ketel One-ის პოპულარიზაციას.
ახალი კომპანიის აქციების ნახევარი Diaego-ს დაახლოებით 900 მილიონი დოლარი დაუჯდა. იგი გახდება ბრენდის Ketel One პროდუქციის ექსკლუზიური დისტრიბუტორი. Diaego გეგმავს გაზარდოს Ketel One-ის წარმოება და მისი წილი ბაზარზე.