ევროპის დახლებზე პირველად გამოჩნდა ჩინური ღვინო. პროდუქციას წარადგენს ქსელი - Morrisons. გაყიდვაშია ჩინეთში დამზადებული, რჩეული ყურძნის ჯიშებისგან დაყენებული ნატურალური ღვინო Silk Road Cabernet Sauvignon და Chardonnay.
Morrisons-ის სავაჭრო დირექტორი გრანტ ისტვუდი თვლის, რომ დროთა განმავლობაში ჩინურმა ღვინომ შესაძლოა კონკურენცია გაუწიოს ევროპულ და ავსტრალიურ ღვინოებს.