1,5 ხბოს ხორცი
1 ჭიქა ბარდა
2 ცალი კარტოფილი
2 ცალი ხახვი
1 ს.კ. ტომატ პასტა
კარაქი
სტაფილო
დაფნა
1 ცალი კვერცხი და ფქვილი
მოვხარშოთ ხორცი კარგად, ამოვიღოთ ბულიონიდან და გავარჩიოთ ძვლებისგან. 100 მლ. ბულიონი ამოიღოთ და გადავდოთ დროებით. დანარჩენ ბულიონში ჩავყაროთ ბარდა და ვხარშოთ, ნახევრად როცა მოიხარშება, დავუმატოდ კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი და გავაგრძელოთ ხარშვა. მოვშუშოთ კარაქში დაჭრილი ხახვი, სტაფილო (გახეხილი), დავუმატოდ სუპში. ასევე დავუმატოთ დაფნა, ტომატ პასტა, მარილი, პილპილი.