კარდანახის სახელოვან ახოებში მოყვანილი რქაწითლიდანაა ღვინო დაყენებული, კახური, ტრადიციული წესით, ქვევრში, ჭაჭაზე და კლერტზე 6 თვიანი დავარგებით. ინტენსიური, ცეცხლიანი ქარვისფერია, ელვარე, ძალზე სასიამოვნო პირველი არომატებით, სადაც ქართულ სუნელებთან ერთად ტკბილ სუნელებს, ფუნთუშასა და გამოცმხვარი კომშის არომატებსაც იგრძნობთ. ძალზე მაღალალკოჰოლიანი (15,2%), გამორჩეული, ტანინებით სავსე, ძლიერი და სხეულიანი ღვინოა ხანგრძლივი დაბოლოებით.
© ღვინის კლუბი/vinoge.com