ქვემო ქართლში, ასურეთში გაშენებულ ვენახში მოწეული ჩინურიდანაა ღვინო დაყენებული. დადუღებულია ქვევრში, 8 თვის განმავლობაში ვარგდებოდა ჭაჭაზე (კლერტის გარეშე). ქარვისფერი ღვინოა მცენარეული და გადამწიფებული მსხლის არომატებით. გემოზე ზომიერი ტანინები და საგრძნობი მჟავიანობა გამოარჩევს, სადაც ხმელი ფოთლების და მცირედი იმერული ზაფრანის ტონებსაც იგრძნობთ.
© ღვინის კლუბი/vinoge.com