250 გრ. შავი ქლიავი (შეგიძლიათ ჩირიც)
100 გრ. კარაქი
2 ცალი კვერცხი
430 მლ. შავი მშრალი ღვინო
1 ჩ.ჭ. ყავისფერი შაქარი
3 ს.კ. არაჯანი (მაწონი)
2 ჩ.კ. ჩამქრალი სოდა („რაზრიხლიტელი“)
0,5 ჩ.კ. მარილი
0,5 ჩ.კ დარიჩინი
ვანილი
1 ცალი ლიმონის ცედრა
2 ჭიქა ფქვილი
გავჭრათ შუაზე ქლიავი, დავასხათ ღვინო, წამოვადუღოთ, გადმოვდგათ, გავაციოთ და გადაუწუროთ წვენი (წვენი დაგვჭირდება). გავთქვიფოდ კარაქი+შაქარი, შევათქვიფოთ კვერცხი. დარიჩინი, ლიმონის ქერქი, მარილი, ვანილი, არაჟანი და ღვინის წვენი დაუმატოდ კარაქიან მასას, გავცრათ ფქვილი+ჩამქრალი სოდა და ნელა ამოურიოთ ცომს. მოვაყაროთ ქლიავს ცოტა ფქვილი და ჩავყაროთ ცომში, ფრთხილად ამოვურიოთ, მოვათავსოთ კარაქმოსმულ და ფქვილმოყრილ ყალიბში, ზემოდან მოვაყაროთ ცოტა შაქარი. შევდგათ ცხელ ღუმელში, გამოვაცხოთ 180 გრადუსზე.