ქართლური, მუხრანის ველზე მოყვანილი შარდონედან დაყენებული ცოცხალი მშრალი ღვინოა, ძალიან სასიამოვნო მოოქროსფრო–ლიმნისფერით. ძლიერი მინერალურობით გამოირჩევა, ასევე მსხლის, ატმის, ფეიხოას და სხვა ციტრუსების ტონებით. გემოზე მაღალმჟავიანია, მოტკბო გემოებით და დაბოლოებაში თეთრი ხილის ნიუანსებით.
© ღვინის კლუბი/vinoge.com