მუქი ჟოლოსფერი, ძალზე ცინცხალი გარეგნობის მქონე საფერავია. სურნელზე პირველ რიგში მცენარეული ტონები იგრძნობა – ღვია და სხვ. წიწვოვანები, ასევე ჩაჭყლეტილი ალუბალი. გემოზე ხისტია, ძალიან ახალგაზრდა და ძლიერი ტანინებით. მაღალმჟავიანი ღვინოა, საკმაოდ მაღალი ალკოჰოლით (13,5%) და ხანგრძლივი დაბოლოებით.
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი