ბაკურციხის ცნობილ ზვარში, უროებში მოყვანილი რქაწითლიდან და საფერავიდანაა ღვინო დაყენებული, ქვევრში, ტრადიციული წესით. მკრთალი ალუბლისფერი ღვინოა, ზოგისთვის შეიძლება მუქი rosé-ც იყოს. საკმაოდ მაღალმჟავიანი, ახალგაზრდა და ხალასი ღვინოა. ტანინებიც კარგად იგრძნობა. თხელი და ძალიან გემრიელი ღვინოა, ადვილად ისმება და ბევრ კერძსაც მოიხდენს, ხორციანი სალათებიდან დაწყებული, ძეხვეულითა და შაშხით დამთავრებული. საუკეთესო იქნება ჩახოხბილთან.
© ღვინის კლუბი/vinoge.com